
PROHOST-ის შესახებ
თქვენი ადგილობრივი პარტნიორი გუდაურში
ProHost არის გუდაურში მოქმედი უძრავი ქონების მართვის კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია აპარტამენტების გაქირავებასა და სრულყოფილ მომსახურებაზე.
შვიდ წელზე მეტი გამოცდილებითა და 70-ზე მეტი აპარტამენტით მართვაში, ჩვენ ვთავაზობთ მესაკუთრეებს საიმედო პარტნიორობას, გამჭვირვალე თანამშრომლობასა და უძრავი ქონების ეფექტურ მართვას.
ვინ ვართ
ჩვენი ფოკუსი მხოლოდ გუდაურია
ProHost-ის საქმიანობა სრულად კონცენტრირებულია გუდაურში მდებარე უძრავი ქონების მართვაზე. კონკრეტულ რეგიონზე სპეციალიზაცია საშუალებას გვაძლევს, სიღრმისეულად ვიცნობდეთ ადგილობრივ ბაზარს, სეზონურ მოთხოვნასა და თითოეული საცხოვრებელი კომპლექსის თავისებურებებს.
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მუდმივად იმყოფება გუდაურში, რაც უზრუნველყოფს ოპერატიულ მომსახურებას, აპარტამენტების მდგომარეობის რეგულარულ კონტროლსა და სტუმრების საჭიროებებზე დროულ რეაგირებას.
ჩვენ ვთავაზობთ მესაკუთრეებს მართვის სრულ მომსახურებას — ჯავშნების ადმინისტრირებიდან და შემოსავლების ოპტიმიზაციიდან დაწყებული, აპარტამენტების დასუფთავებით, ტექნიკური მომსახურებითა და ფინანსური ანგარიშგებით დასრულებული.
ჩვენი მიზანია, თითოეული აპარტამენტის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, მისი მდგომარეობის შენარჩუნება და მესაკუთრეებისთვის სტაბილური, გამჭვირვალე და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა.

ჩვენი გამოცდილება
გუდაურში დაგროვილი გამოცდილება
- წელი აპარტამენტების მართვაში
- 7+
- შვიდ წელზე მეტი გამოცდილება აპარტამენტების მართვაში — ზამთრისა და ზაფხულის ყველა სეზონზე.
- აპარტამენტი ჩვენს მართვაში
- 70+
- მესაკუთრეები გუდაურში სამოცდაათზე მეტ აპარტამენტს გვანდობენ.
- დახმარება სტუმრებისთვის
- 24/7
- სტუმრებს ჩვენს გუნდთან დაკავშირება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
ჩვენი გუნდი
გუნდი, რომელიც ყველაფრისთვის მზად არის
ProHost-ის მომსახურების ხარისხს უზრუნველყოფს გუდაურში მუდმივად მომუშავე პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია დიასახლისებით, ადმინისტრატორებითა და ტექნიკოსებით.
გუნდის თითოეული წევრი პასუხისმგებელია მომსახურების კონკრეტულ მიმართულებაზე, ხოლო მათი კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს აპარტამენტების გამართულ ფუნქციონირებას, მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვასა და სტუმრების კომფორტს.
დიასახლისები
აპარტამენტების პროფესიონალური დასუფთავება, ჰიგიენური სტანდარტების დაცვა, ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი და სტუმრების მისაღებად სრულყოფილი მომზადება.
ადმინისტრატორები
ჯავშნების ადმინისტრირება, სტუმრების მიღება და განთავსება, მომსახურების პროცესების კოორდინაცია და სტუმრების 24-საათიანი მხარდაჭერა.
ტექნიკოსები
აპარტამენტების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი, პროფილაქტიკური მომსახურება, გაუმართაობების დროული აღმოფხვრა და სარემონტო სამუშაოების შესრულება.
რას ვაკეთებთ
სრული ზრუნვა ყველა აპარტამენტზე
გაქირავებისა და ჯავშნების მართვა
აპარტამენტების გაქირავების სრული ადმინისტრირება — ჯავშნების მიღება, კალენდრის მართვა და სტუმრების განთავსების პროცესის ორგანიზება.
სტუმრების მხარდაჭერა
სტუმრების მიღება და მომსახურება 24/7, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ნებისმიერ საკითხზე ოპერატიული რეაგირება.
პროფესიონალური დასუფთავება
აპარტამენტების პროფესიონალური დასუფთავება, ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და თითოეული სტუმრობისთვის სრულყოფილი მომზადება.
ტექნიკური მომსახურება და რემონტი
აპარტამენტების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი, გაუმართაობების დროული აღმოფხვრა და საჭირო სარემონტო სამუშაოების შესრულება.
მარკეტინგი
აპარტამენტების პროფესიონალური პოზიციონირება, საერთაშორისო ჯავშნების პლატფორმებზე განთავსება და ეფექტური სარეკლამო სტრატეგიების განხორციელება.
ფასების ოპტიმიზაცია
გაქირავების ტარიფების დინამიკური მართვა სეზონური მოთხოვნის, ბაზრის ტენდენციებისა და დატვირთულობის გათვალისწინებით, შემოსავლების მაქსიმიზაციის მიზნით.
ფინანსური ანგარიშგება
გამჭვირვალე ფინანსური აღრიცხვა და რეგულარული ანგარიშგება, რომელიც მესაკუთრეებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ აპარტამენტების შემოსავლები და ხარჯები.
ტრანსფერები
სტუმრებისთვის ტრანსფერების ორგანიზება სხვადასხვა მიმართულებით, მგზავრობის კომფორტული და უსაფრთხო პირობების გათვალისწინებით.
დაგვიკავშირდით
ვითანამშრომლოთ
ფლობთ აპარტამენტს გუდაურში თუ მომავალ დასვენებას გეგმავთ — ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ.